GMT/HOSPITALITY ეძებს გუნდის ახალ წევრს: კომუნიკაბელურ, დეტალებზე ორიენტირებულ და ლიდერული უნარებით გამორჩეულ სერვისის სუპერვაიზერს.
პოზიციის მიზანი:
სერვისის სუპერვაიზერის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, წარმართოს გუნდის ყოველდღიური მუშაობა და ხელი შეუწყოს სერვისის მუდმივი გაუმჯობესების კულტურას.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
-
ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესში მონაწილეობა და მათთვის სტანდარტების გაცნობა.
-
სერვისის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და ყოველდღიური სამუშაო პროცესების კოორდინაცია.
-
თანამშრომლებისთვის მუშაობის პროცესში მხარდაჭერის აღმოჩენა და მათი განვითარების ხელშეწყობა.
-
გუნდის წევრებთან რეგულარული შეხვედრების ჩატარება და პროგრესზე დაკვირვება.
-
თანამშრომლების საქმიანობაზე დაკვირვება და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება.
-
დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში თანამშრომელთა მუშაობის შეფასებაში მონაწილეობა.
-
სერვისის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე მიმართული რეკომენდაციების შემუშავება.
-
თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება და პოზიტიური გუნდური კულტურის გაძლიერება.
-
კომპანიის ღირებულებებისა და სერვისის ხედვის პოპულარიზაცია გუნდში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სტუმარმასპინძლობის ან მომსახურების სფეროში, მენეჯერულ ან სუპერვაიზერის პოზიციაზე.
-
მენტორის ან ტრენერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
-
მაღალ დონეზე განვითარებული კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარები.
-
მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
-
გუნდის მართვისა და მოტივირების უნარი.
-
სტანდარტული საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა.
რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენი კულტურა ეფუძნება:
-
ხარისხს: შენ მოგიწევს მუშაობა უმაღლესი სტანდარტებით და მიიღებ ყველა რესურსს, რომ შექმნა და შეინარჩუნო გამორჩეული სერვისი. ჩვენთან ხარისხი კომპრომისს არ ექვემდებარება.
-
მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას: შენ გახდები გუნდის ნაწილი, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალურობა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და ვქმნით თანაბარ შესაძლებლობებს ყველასთვის.
-
გარემოს: ჩვენ ვქმნით სივრცეს, რომელიც კომფორტულია როგორც სტუმრისთვის, ისე თანამშრომლისთვის. შენ გექნება შესაძლებლობა, უშუალო მონაწილეობა მიიღო პოზიტიური და პროდუქტიული ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში.
-
ინოვაციას: ჩვენ ღია ვართ ახალი იდეებისთვის. შენ გექნება თავისუფლება, დანერგო სერვისის გაუმჯობესების კრეატიული გზები და იყო იმ ცვლილებების მონაწილე, რომელიც ჩვენს მომსახურებას მუდმივად ხვეწს.