თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით
პირის მიერ რეზიუმე/CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესრულებულ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა მიერ. პირი თანხმობას აცხადებს მისი პერსონალური ინფორმაცია ინახებოდეს 2 (ორი) წლის ვადით ზევით მითითებული მიზნიდან გამომდინარე. პირი ასევე ინფორმირებულია, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია უარი ვთქვას მის მიერ გაცხადებულ თანხმობაზე ან მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით: hr@gmtgroup.ge.