GMT/HOSPITALITY - ადგილი სადაც ინოვაცია შთაგონებულია ტრადიციით, აერთაინებს რამდენიმე ტიპის ობიექტს: სახაბაზოს “პური გულიანი”, “ პური გულიანი” ექსპრესს , გასტრონომიული დუქანს “რიგი” და კომპლექსს “ფუნიკულიორი”.
პური გულიანი - გულთბილი შეხვედრების ადგილი!
სახაბაზო “პური გულიანი” - უნიკალური კონცეფციის მქონე სახაბაზოა, სადაც ქართული ხორბლითა და რეგიონალური პროდუქტებით ყოველდღიურად მზადდება ტრადიციული კერძების, მადისაღმძვრელი პურ-ფუნთუშეულისა და დესრეტების თანამედროვე ვარიაციები.
ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია!
რიგი - ეს არის ჩვენი დროის გასტრონომიული დუქანი კარგად განვითარებული გასტრონომიული ბაზრის მიმართულებით, სადაც ქართული (მეტწილად, თბილისური) გასტონომიული კულტურა და ძველთბილისური ხასიათი, ჰარმონიულად შეერწყა თანამედროვე ტენდენციებს, როგორც კერძის მიწოდების, ასევე, გარემოს მახასიათებლების თვალსაზრისით.
“ფუნიკულიორი“- 80 წლიანი ისტორია!
კომპლექსი ფუნიკულიორი - აერთიანებს უმაღლესი ხარისხის ტიპის ოთხ განსხვავებულ ობიექტს: თბილისის ლეგენდარულ რესტორან “ფუნიკულიორს”, ისტორიულ წვეულებათა დარბაზს, ტრადიციულ “ქართულ ბისტროს” და პურ-ფუნთუშეულის კაფე “ფუნიკულიორს”. თითოეული სივრცე კონცეფციურად განსხვავდება ერთმანეთისგან და უნიკალურია უგემრიელესი სამზარეულოთი, უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და მყუდრო გარემოთი.